შეფასებისა და დაჯილდოების პროცესი | The Stevie® Awards for Sales & Customer Service

შეფასებისა და დაჯილდოების პროცესი

ნომინანტების შეფასება ტარდება ერთი ეტაპის განმავლობაში Stevie®-ს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოს მფლობელების გამოსავლენად. ჟიურის წევრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ირჩევიან. ისინი ჟიურის წევრობის მსურველად აპლიკაციას Stevie Awards for Sales & Customer Service-ის ვებსაიტზე რთავენ და Stevie® Awards-ის თანამშრომლები მათ ინდუსტრიის, ფუნქციისა და გამოცდილების მიხედვით ჟიურის წევრებად ნიშნავენ.

თითოეული ნამუშევარი განიხილება და შეფასდება არანაკლებ ხუთი (5) მოხალისე მსაჯის მიერ, რომლებიც “Stevie Awards”-ის თანამშრომლების მიერ ამ ნამუშევრების შესაფასებლად კვალიფიციურად არიან აღიარებულნი. ყველა ნამუშევარი მსაჯებს ონლაინ, მათთვის მოსახერხებელ დროს ათვალიერებენ და აფასებენ. შეფასება ხდება 1-დან 10-მდე შკალით.

ყველა ნამუშევარს, რომელიც შესაძლო 10 ქულიდან საშუალოდ მინიმუმ 8.0 ქულას მიიღებს, კატეგორიის მიუხედავად, ავტომატურად ენიჭება Stevie Award-ის ჯილდოს სტატუსი. ნამუშევრებს, რომელთა საშუალო ქულაა 7.75 – 7.99, Stevie Awards-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეიძლება ენიჭოს ჯილდოს სტატუსი, თუმცა მათთვის ჯილდოს მიღება გარანტირებული არ არის.

ყველა კატეგორიას, რომელსაც აქვს სულ მცირე ერთი კვალიფიციური ნამუშევარი (საბოლოო საშუალო ქულით მინიმუმ 8.0/10), ექნება სულ მცირე ერთი ოქროს “სტივის” ჯილდოს მფლობელი. კატეგორიაში ყველაზე მაღალი საშუალო ქულით შეფასებული კვალიფიციური ნომინაცია მიიღებს “სტივის ოქროს ჯილდოს”. სხვა კვალიფიციური ნომინაციების საუკეთესო 45%-ს მიენიჭება “სტივის ვერცხლის ჯილდოს” სტატუსი, ხოლო დარჩენილ 55%-ს — “სტივის ბრინჯაოს ჯილდოს” სტატუსი.

ფინალისტების მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებში მითითებული ინფორმაციის სიზუსტე შესაძლოა შემოწმდეს. ნებისმიერი ნამუშევარი, რომელშიც აღმოჩნდება მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, დისკვალიფიცირებული იქნება. ოქროს Stevie-ს ჯილდოს მფლობელთა ნამუშევრები გამოქვეყნდება გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების Stevie-ს ჯილდოების ვებსაიტზე, მას შემდეგ, რაც გამარჯვებულებს მიეცემათ შესაძლებლობა, მათგან ამოიღონ არასაჯარო ინფორმაცია.